“ქართული ოცნების” წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, მე-11 მოწვევის პარლამენტი იქნება ის პოლიტიკური ორგანო, რომელიც ხალხის პრობლემებსა და საჭიროებებზე კიდევ უფრო მეტი მონდომებით და მოტივირებით იმუშავებს.
„25 ნოემბერს გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა. დეპუტატების უფლებამოსილება იქნება ცნობილი, შესაბამისად, შეწყდება წინა პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტა. ორშაბათსვე იქნება არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე, მოადგილეები და კომიტეტის თავმჯდომარეები. პარლამენტი დაკომპლექტდება, მათ შორის დაფორმირდება ფრაქციები და მიმდინარე კვირას გაგრძელდება მთავრობის დამტკიცებით. გვექნება საინტერესო დღის წესრიგი და მე-11 მოწვევის პარლამენტი იქნება ის პოლიტიკური ორგანო, რომელიც კიდევ უფრო მეტი მონდომებით, მოტივირებით იმუშავებს ხალხის პრობლემებსა და საჭიროებებზე“, – აღნიშნა წილოსანმა.