„ჩემი ცხოვრების გზა” – რუსუდან მუმლაძის სოლო კონცერტი გაიმართება

25 ნოემბერს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში,  მუსიკოსისა და მომღერლის, რუსუდან მუმლაძის სოლო კონცერტი – „ჩემი ცხოვრების გზა” გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით,მომღერალი მუსიკალური ნოველის ფორმატში შესთავაზებს მსმენელს საღამოს და თავადვე წარუძღვება.
იგი შეასრულებს როგორც ახალ, ასევე ცნობილი სიმღერებს ახალი ინტერპრეტაციით. მსმენელს ელის მრავალმხრივ საინტერესო სანახაობა და მუსიკალური კოლაბორაციები ცნობილ მუსიკოსებთან.
მონაწილეობენ: ოთარ მაღრაძე, გოგი ჩლაიძე, დავით გველესიანი, სოსო ლალიაშვილი, ლუდა დუნდუა, ანსამბლი „The Bookmarks” თბილისის ბავშვთა კაპელა, ქორეოგრაფიის ახალი პროფესიული თეატრი, ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფრესკა”.
მუსიკოსები: გვანცა გიგიბერია (საქსოფონი), ირინა მირიანაშვილი, ქეთევან თავშავაძე (ვიოლინო)
მსახიობები: ნინო ლეჟავა, ნატო ჩხეიძე, ირინა შიუკაშვილი.
ქვიშის არტისტი: ნონა გიუნაშვილი; მუსიკალური არანჟირების ავტორი: ზურა ლალიაშვილი; რეჟისორი: თამაზ ქარაული.
კონცერტი ტარდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები