გოგა ხაინდრავა – რადიკალური ოპოზიციის აქციის მონაწილეთა მხრიდან „იმედის“ ჯგუფების შეურაცხყოფასა და ბულინგზე: როგორი გადაგვარებულია ევროატლანტიკური სივრცე, ამაზე მეტყველებს ის, რომ არცერთმა ელჩმა საქართველოში, ამაზე ერთი სიტყვა არ თქვა

მადლობა „იმედს“, მადლობა ყველა მის თანამშრომელს და ყველა ადამიანს, ვინც ამ ბარბაროსების ხელში ემსახურება სიმართლეს, ემსახურება საკუთარ სამშობლოს და მის ინტერესებს, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენი დიდი თანადგომა და დიდი მადლიერება „იმედის“ ყველა თანამშრომელს. ეს ძალიან ძნელი ასატანია. მე ვიცი რა არის ქუჩა, ვიცი რა არის ბრბო, რომელიც დაგდევს და შეურაცხყოფას გაყენებს.

როგორი გადაგვარებულია ევროატლანტიკური სივრცე, ამაზე მეტყველებს ის, რომ არცერთმა ელჩმა საქართველოში, რომელიც ყველაფერზე ლაპარაკობს, ერთი სიტყვა „იმედის“ თანამშრომლებზე, იმ ხალხზე, ვინც თავის საქმეს კეთილსინდისიერად ემსახურება, არ თქვა“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები