გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო,- ინფორმაცია გაეროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტი ცეცხლის დაუყოვნებლივ, უპირობო და მუდმივ შეწყვეტას ითვალისწინებდა. როგორც გაეროში ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა, რობერტ ვუდმა განაცხადა, ვაშინგტონი მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ რეზოლუციას, რომელიც გარკვევით მოითხოვს მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში.
გაეროს წესდების თანახმად, უშიშროების საბჭოს უპირველესი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას ეკისრება.