დონალდ ტრამპმა ნატოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მეტ უიტაკერის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.
„მეტი ძლიერი მებრძოლი და ერთგული პატრიოტია, რომელიც უზრუნველყოფს შეერთებული შტატების ინტერესების წინ წაწევასა და დაცვას. მეტი გააძლიერებს ჩვენს ნატოს მოკავშირეებთან ურთიერთობებს, და მყარად იდგება მშვიდობისა და სტაბილურობისადმი საფრთხეების წინაშე – ამერიკას დააყენებს პირველ ადგილზე“, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მეთიუ უიტეკერი დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს ოთხი თვის განმავლობაში გენერალური პროკურორის მოვალეობებს ასრულებდა.