ლეოპოლდ ძაძამიძის დაბადებიდან 102 წელი გავიდა
დღეს ლეოპოლდ ძაძამიძის დაბადებიდან 102 წელი გავიდა.
ქართული სახვითი ხელოვნების ინფორმაციით, ლეოპოლდ ძაძამიძე ქართული საბჭოთა ხელოვნების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. ის 1950-იანი წლების იმ ახალგაზრდა თაობას მიეკუთვნება, რომელიც ხელოვნებაში ახალი პრინციპების დამკვიდრებას ცდილობდა.
მხატვრის არტისტული პოზიცია იმპრესიონისტულ სტილში გამოვლინდა, ამ ფორმით ის უკუაგდებდა საბჭოთა იდეოლოგიას და ეხმიანებოდა ევროპულ კულტურას. მხატვრის ინდივიდუალიზმი ყველაზე უკეთ პეიზაჟურ ჟანრში ვლინდება.
სოცრეალისტური, იდეოლოგიზებული მხატვრული მოტივებისგან განსხვავებით ლეოპოლდ ძაძამიძის ნამუშევრები გამოირჩევა ნათელი ფერადოვნებითა და ლირიზმით, რაც მის შემოქმედებას ფრანგულ მოდერნიზმთან აახლოებს.