უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, 140 ათასზე მეტი ომის დანაშაული დაფიქსირდა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, დაახლოებით, 143 000 ომის დანაშაული დაფიქსირდა.

ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იური ბელუსოვმა განაცხადა.

„დაახლოებით 143 000 ომის დანაშაული დაფიქსირდა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან დღემდე. ეს არის ბევრი დანაშაული. ძნელი წარმოსადგენია ეს რიცხვი. საშუალოდ, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები ყოველდღიურად აღრიცხავენ 200-300 ახალ დანაშაულს“, – განაცხადა ბელუსოვმა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ომის შედეგად განადგურებულია სამოქალაქო ობიექტების მნიშვნელოვანი რაოდენობა. კერძოდ, ეს მოიცავს საავადმყოფოებს, სკოლებს, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და კერძო სახლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები