ნინო წილოსანი: ქართველი ხალხის არჩევანს არ სჭირდება მცირე ოპოზიციური ჯგუფის ლეგიტიმაცია

“ქართული ოცნების” წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ქართველი ხალხის არჩევანს მცირე ოპოზიციური ჯგუფის ლეგიტიმაცია არ სჭირდება.

მისივე თქმით, 89 ხმა, რომელიც “ქართულ ოცნებას” აქვს, არის სრულებით საკმარისი იმისთვის, რომ როგორც მთავრობა იყოს დაკომპლექტებული, ასევე, ბიუჯეტი მიღებული, კანონები შემუშავებული და მიღებული.

“ქართველი ხალხის არჩევანს არ სჭირდება მცირე ოპოზიციური ჯგუფის ლეგიტიმაცია. შესაბამისად, 76 ხმა და მანდატი ეს არის პირველი სასტარტო წერილი, მთლიანი საპარლამენტო შემადგენლობის ნახევარი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ახალი პარლამენტის უფლებამოსილება იცნოს. 89 ხმა, რომელიც “ქართულ ოცნებას” აქვს, არის სრულებით საკმარისი, რომ როგორც მთავრობა იყოს დაკომპლექტებული, ასევე, ბიუჯეტი მიღებული, კანონები შემუშავებული და მიღებული.

იმავდროულად, მინდა, ასევე გაგახსენოთ, რომ ბოლო რამდენიმე წელი წინა მოწვევის, ანუ მეათე პარლამენტშიც “ქართული ოცნება” 84 ხმით იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, ალბათ კარგად ნახავთ და თქვენც დარწმუნდებით, რომ 89 ხმა იმაზე უფრო მეტად საკმარისია, ვიდრე ეს შეიძლება ვინმეს უნდოდეს, რომ წარმოაჩინოს,” – აცხადებს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები