“სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ წარმოიშვა ისეთი ლიდერი, რომელსაც გამაერთიანებლის როლი ექნებოდა” – თინა ბოკუჩავა

“სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ წარმოიშვა ისეთი ლიდერი, რომელსაც გამაერთიანებლის როლი ექნებოდა”, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მასობრივი აქციები ძალიან მნიშვნელოვანია.

„გულწრფელები რომ ვიყოთ, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ წარმოიშვა ისეთი ლიდერი, რომელსაც გამაერთიანებლის როლი ექნებოდა და ჩემი აზრით, ეს საქართველოს მოქალაქისთვისაც ერთგვარი დამაბრკოლებელია.

მესმის, რომ ჩვენი მწყობრი და კოორდინირებული მუშაობა ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და აქ ნამდვილად ვისურვებდი, რომ ყოველთვის ერთიანი პოზიციები გვქონდეს, იქნება ეს დაგეგმარების ნაწილი თუ აღსრულების”, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები