პაპუაშვილი – ჯონსონის განცხადებაზე: სწორედ ამას არეგულირებს “ოჯახური ღირებულებების შესახებ” კანონი, რომლის გაუქმებასაც ოპოზიცია უცხოელების კარნახით ითხოვს

“როდესაც ყველაზე მდიდარი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამის თქმა უწევს, ალბათ, გასაგებია, თუ რა ხარისხის აბსურდთან გვაქვს საქმე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც აშშ-ის წარმომადგენელთა სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებას ეხმაურება: “ნება მომეცით, ცალსახად განვაცხადო – კაცი კაცია, ქალი ქალია”.

“სწორედ ამას არეგულირებს “ოჯახური ღირებულებების შესახებ” კანონი, რომლის გაუქმებასაც ოპოზიცია უცხოელების კარნახით ითხოვს”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები