6 ოქტომბერი
10:30
„შერატონში“ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური და აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) წამომადგენლები ერთობლივ კონფერენციას გამართავენ.თემა: „უსაფრთხო სკოლა.
11:00
“შერატონ მეტეხი პალასში” „კოპალას“ საკონფერენციო დარბაზში “ჰაიდელბერგცემენტის” სოციალური პროექტის „თბილისი მარათონის“ პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიების თბილისის მერი დავით ნარმანია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი დაესწრებიან.
11:00
“პირველ პრესკლუბში” “საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური და საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: პრემიერმინისტრის განცხადება მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობას ლახავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ევროსაბჭოს რეზოლუციაზე, ჟურნალისტის ცემის ფაქტზე, დავოსის ფორუმზე ბრიფინგს გამართავს.
11:00
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის წითელ დარბაზში “მფარველთა საბჭოს” პრეზენტაცია გაიმართება.
11:00
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში პრესკოფერენცია გაიმართება. თემა: ქართველი ქალი კინორეჟისორების ფილმების ბუსანის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობა. მისამართი: სანაპიროს ქ. №4
11:30
“პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრი, მისი ორგანიზაციის დატოვების თაობაზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე, ჟურნალისტის ცემის ფაქტზე, დავოსის ფორუმზე ბრიფინგს გამართავს.
11:30
სასტუმრო “ამბასადორში” პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტის დელეგაციასთან, შეხვედრა გაიმართება.
12:00
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი.
12:00
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, კერძო მესაკუთრეები აქცია – ბრიფინგს გამართავენ. თემა: ხელისუფლების მიერ მიტაცებული ქონების დაბრუნების მოთხოვნა. საკონტაქტო პირი: ალეკო შალამბერიძე 599 01 01 67
12:00
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის სამინისტროში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. თემა: რეცეპტის ინსტიტუტის აღდგენის პროცესში გამოკვეთილი პრობლემები, აფთიაქებში გადაუდებელი ჩანთის არსებობა და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება, რათა მოქალაქეებს არ შეექმნათ პორბლემა საჭიროების დროს.
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე, ჟურნალისტის ცემის ფაქტზე, დავოსის ფორუმზე ბრიფინგს გამართავს.
13:00
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” კვლევის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც აფასებს 2013 წელს მიღებულ საკანონმედბლო ცვლილებას, რის საფუძველზეც მედიას მიენიჭა სასამრთლო სხდომის ფოტო – ვიდეო – აუდიო ჩაწერის უფლებამოსილება.
13:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: დესტაბილიზაციის საფრთხე, სამართლიანობის აღდგენა და ნაციონალური მოძრაობის სამომავლო გეგმები.
13:00
“რედისონში”, არასაპარლამენტო პარტიებისგან შემდგარი “საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის” და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი შეხვედრა გაიმართება.
13:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ჟურნალისტი ზაზა დავითაია, მასზე განხორციელებულ თავდსხმასთან და ნაცმოძრაობის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
14:00
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი.
14:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი გია ნოდია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
15:00
ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსის დარბაზში, ორგანიზაცია “მოქალაქე” ორი პროექტის – სკოლის მოსწავლეებისათვის “სამოქალაქო განათლებისა და ოლიმპიადის” და სტუდენტური კონკურსის “სტუდენტები თვითმმართველობისთვის” პრეზენტაციას გამართავს.
16:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან გალუსტ საჰაკიანთან შეხვედრას გამართავს. პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი
16:00
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი
16:30
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი.
17:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის გალუსტ საჰაკიანის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.
17:00
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი.
17:30
საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს გალუსტ საჰაკიანის შეხვდება.
18:00
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ “საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის” ახალ ოფისს გახსნის. მისამართი: ა. პოლიტკოვსკაიას ქ.№3
18:00
თბილისის სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, არქიტექტორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არქიტექტორთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი, ასევე, კონკურსში გამარჯვებულ არქიტექტორთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება. მისამართი: გრიბოედოვის ქ. №22
18:30
საქართველოს საპატრიარქოში, სრულიად საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანს შეხვდება.