ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: კიდევ ერთხელ ვეუბნები პუტინს, დაასრულე ომი, გადი უკრაინიდან

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი პუტინის მიერ ახალი ბირთვული დოქტრინის დამტკიცებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთისგან უპასუხისმგებლო რიტორიკა ისმის.

“რუსეთისგან უპასუხისმგებლო რიტორიკა ისმის და ეს არ შეაფერხებს ჩვენს მხარდაჭერას უკრაინისადმი. კიდევ ერთხელ ვეუბნები პუტინს: დაასრულე ომი, გადი უკრაინიდან,” – განაცხადა სტარმერმა G20-ის სამიტზე, ბრაზილიაში.

სტარმერი მიიჩნევს, რომ პუტინის ახალი ბირთვული დოქტრინა ამცირებს ზღვარს, რომლის მიხედვითაც რუსეთმა, შესაძლოა, ატომური იარაღი გამოიყენოს, რათა პასუხი გასცეს თავდასხმას, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები