მკვლელობაშიბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს არ გაიმართება

  22 წლის მირზა გოჩუაძის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის, ლაშა ჯიხვაშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სავარაუდოდ, დღეს არ გაიმართება. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე ჯერ არ მიუმართავს.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის მირზა გოჩუაძე 3 ოქტომბერს, ქუთაისში, დევნის ოპერაციის დროს პოლიციის მხრიდან გასროლის შედეგად დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც იარაღის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. პროკურატურამ მირზა გოჩუაძის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციელი ლაშა ჯიხვაშვილი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები