ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” მიერ დატყვევებული ისრაელელების გათავისუფლების საშუალებებზე ისაუბრა და თითოეული ადამიანის გათავისუფლებისთვის 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.
“ვინც გამოიყვანს მძევლებს, ჩვენთან ერთად იპოვის უსაფრთხო გზას მათთვის და მათი ოჯახისთვის, რათა დატოვონ ღაზა, ჯილდოს მიიღებს. არ დავთმობთ ჩვენს
მოქალაქეებს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ ძებნას მანამ, სანამ არ ვიპოვით ყველას, ცოცხალსა თუ მკვდარს”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.