2016 წელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ჩატარდება

  2016 წლის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ჩატარდება. პარლამენტარები უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ ასეთი მასშტაბის საერთაშორისო შეხვედრა საქართველოსთვის უპრეცენდენტოა. ეს გადაწყვეტილება ჟენევაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოლაპარაკების დროს მიიღეს.
საქართველოს დელეგაციას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა. ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველო მზადაა 57 ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლოს.
„მუდმივმოქმედმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2016 წელს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია საქართველოში ჩატარდება. ეს თბილისში მოხდება, ბათუმში თუ ტერიტორიულად სხვა ადგილას, გაირკვევა მას შემდეგ, რაც შემფასებელი მისია ჩამოვა. ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. სწორი გზით მივდივართ და ქვეყანა მზად არის იმისათვის, რომ უმასპინძლოს 57 ქვეყნიან საპარლამენტო ასამბლეას. რასაც, რა თქმა უნდა, პარტნიორი ქვეყნებიც დაესწრებიან“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები