„მარტოხელა მშობელის“ სტატუსი შესაძლოა კანონით განისაზღვროს
„მარტოხელა მშობელის“ სტატუსი შესაძლოა კანონით განისაზღვროს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი „სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას გეგმავს. ამის შესახებ პროექტი „ძალადობისაგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა“ წარადგინა.
კანონპროექტის მიხედვით, მარტოხელა დედად ჩაითვლება ის პირი, რომელსაც ქორწინების გარეშე 18-წლამდე ასაკის შვილი ჰყავს. ასევე დედა, რომელსაც შესაძლოა ეს სტატუსი მიენიჭოს, ბავშვის აყვანის მომენტში, არ უნდა იყოს დაქორწინებული. პროექტი შეეხება მარტოხელა მამებსაც. ამისათვის საჭიროა, შვილის აყვანის მომენტში ქორწინებაში რეგისტრირებული არ იყოს. იმ შემთხვევაში თუ მშობელი რეგისტირებულ ქორწინებაში შევა, ან შვილი მიაღწევს 18 წლის ასაკს, მას მოეხსნება „მარტოხელა მშობლის“ სტატუსი.