ლიბანი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის შეთავაზებას დათანხმდნენ

ლიბანი და „ჰეზბოლა“ დათანხმდნენ აშშ-ის შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ,- ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ალი ჰასან ხალილმა, პარლამენტის თავმჯდომარის, ნაბიჰ ბერის თანაშემწემ, განაცხადა, რომ ლიბანმა ქვეყანაში აშშ-ის ელჩს წერილობითი პასუხი გადასცა და თეთრი სახლის წარმომადგენელი, ამოს ჰოხშტეინი ბეირუთში მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მიემგზავრება.

“ყველა შენიშვნა, რომელიც წარვადგინეთ, ადასტურებს გაეროს 1701 რეზოლუციის ზუსტ დაცვას მისი ყველა დებულებით“,- აღნიშნა ალი ჰასან ხალილმა.

ეს კონკრეტული რეზოლუცია გაერომ 2006 წელს მიიღო, რამაც ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ომი დაასრულა.

ხალილის მტკიცებით, ინიციატივის წარმატება ახლა ისრაელზეა დამოკიდებული და თუ ისრაელს არ სურს კონფლიქტის გადაწყვეტა, მას შეუძლია 100 პრობლემა შექმნას.

ისრაელს, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები