ანტონიო გუტერეში – „დიდი ოცეულის“ წევრებზე: თავიანთი გავლენა ისეთი გლობალური საკითხების გადასაჭრელად უნდა გამოიყენონ, როგორებიცაა კლიმატი და მშვიდობა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა „დიდი ოცეულის“ წევრებს მოუწოდა, თავიანთი გავლენა ისეთი გლობალური საკითხების გადასაჭრელად გამოიყენონ, როგორებიცაა კლიმატი და მშვიდობა.

“„დიდი ოცეულის“ ქვეყნებს აქვთ უზარმაზარი ეკონომიკური ძალა და მნიშვნელოვანი დიპლომატიური გავლენა. მათ ეს ძირითადი გლობალური პრობლემების გადასაჭრელად უნდა გამოიყენონ. კლიმატურმა კრიზისმა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა და 2024 წელი, სავარაუდოდ, ისტორიაში ყველაზე ცხელი წელი იქნება. ჩვენ ვხედავთ ამის გავლენას ყველგან – საკმარისია, შევხედოთ გვალვას ამაზონში და საშინელ წყალდიდობებს სამხრეთ ბრაზილიაში“, – განაცხადა გუტერეშმა.

ამასთან, ანტონიო გუტერეშმა ხაზი გაუსვა მშვიდობის აუცილებლობას ღაზაში, უკრაინასა და სუდანში.

ცნობისთვის, რიო-დე-ჟანეიროში „დიდი ოცეულის“ სამიტი მიმდინარეობს. სახელმწიფოთა მეთაურები ბრაზილიის დედაქალაქში უკვე ჩავიდნენ. ლიდერები სამიტზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სიღარიბე, ვაჭრობა, კლიმატის ცვლილებები და საერთაშორისო უსაფრთხოება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები