უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის გამო, დონალდ ტრამპის შვილმა ბაიდენის ადმინისტრაციას იმბეცილები უწოდა

მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში იმბეცილები არიან, ვინაიდან უკრაინას ნება მისცეს, რომ მან დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად გამოიყენოს,- ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვაჟმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

„სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, როგორც ჩანს, სურს დარწმუნდეს, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება მანამ, სანამ მამაჩემს გაუჩნდება შესაძლებლობა, დაამყაროს მშვიდობა და გადაარჩინოს სიცოცხლეები. უნდა ჩაკეტო ეს ტრილიონები. ეშმაკმაც დასწყევლოს ცხოვრება! იმბეცილებო!“, – დაწერა ტრამპ უმცროსმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპ უმცროსის ეს განცხადება ეხმაურება იმ ფაქტს, რომ გუშინ სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბაიდენმა უკრაინას ნება მისცა, რომ მან ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ჭურვები რუსეთის კურსკის ოლქის დასაბომბად გამოიყენოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები