საქართველოს სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანი ეწვევა

   ხვალ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანი ეწვევა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სტუმართან ერთად ბრიფინგს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და ინეტარეს ილია მეორესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრა.
მეორე დღისთვის ის საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. 8 ოქტომბერს საქართველო-სომხეთის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფის სესიაზე მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს. საჰაკიანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები