პარლამენტში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმენენ

   პარლამენტში ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ფარგლებში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერაშვილის მოუსმენენ.
გიორგი მარგველაშვილმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის ორ ვაკანტურ ადგილზე ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერაშვილის კანდიდატურები პარლამენტს უკვე მეორედ წარუდგინა.
საგაზაფხულო სესიაზე ორივე კანდიდატმა საპარლამენტო კომიტეტებში მხარდაჭერა მიიღო, თუმცა პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატების მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს. აღნიშნული გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილ პირებს არ იცნობდნენ და მათთან დაკავშირებით ერთიანი, შეჯერებული პოზიცია არ არსებობდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები