დევნის ოპერაციისას გარდაცვლილი მირზა ბუჩუაძის მკველობაში ბრალდებულის პროცესი დღეს გაიმართება

   ქუთაისში დევნის ოპერაციის დროს გარდაცვლილი მირზა ბუჩუაძის მკველობაში ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესი დღეს 18:00 საათზე გაიმართება. გარდავლილის ოჯახის წევრები ბრალდებულის უმკაცრესი სასჯელით დასჯას ითხოვენ.
“20 წლის ბიჭი მომიკლა პოლიციელმა. ამას ოჯახი ასე არ დავტოვებთ. მოვითხოვთ, უმკაცრესად დაისაჯოს ის პირი, ვინც ჩემს შვილს ტყვია შუბლში დაახალა“, – აცხადებს გარდაცვლილის მამა ზაზა ბუჩუაძე.
3 ოქტომბერს დევნის ოპერაციის დროს პოლიციელმა მირზა ბუჩუაძეს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები