კულტურის მინისტრი ფოთის თეატრის კოლექტივს შეხვდა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრს ეწვია და დასთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„თეატრის შენობის ავარიულობის გამო თეატრის დასი ფოთის კულტურის სახლის შენობაში აგრძელებს საქმიანობას.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ საბა ასლამაზიშვილსა და დასს თინათინ რუხაძე პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრა.
თეატრის შენობა ავარიულია და 2023 წელს პრობლემის გადასაწყვეტად ფოთის მერიისგან კულტურის სამინისტროს გადმოეცა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები