„იოანე-ზოსიმე − დაბრუნება“ – დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართება

19 ნოემბერს, 19 საათზე, მწერალთა სახლი დოკუმენტური ფილმის „იოანე-ზოსიმე − დაბრუნება“ სრული ვერსიის პრემიერას წარმოადგენს.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, 2024 წლის 9 ოქტომბერს საქართველოში იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი ჩამოიტანეს.
სინის მთის ქართული მემკვიდრეობიდან იშვიათი ნიმუშის დაბრუნება ჩვენი კულტურის განსაკუთრებული მოვლენაა.
უძველესი პალიმფსესტი საქართველოსთვის ზუსტად 4 თვით ადრე ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა „კრისტის“ აუქციონზე იყიდა და საქართველოს საჩუქრად გადმოსცა.
იოანე ზოსიმეს უძველესი პალიმფსესტის შესახებ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა, რათა მაყურებელს სრული წარმოდგენა შეჰქმნოდა დაბრუნებული განძის განვლილ გზაზე, მრავალი თაობის მიერ საოცნებო ხელნაწერის მოპოვებაზე, ქართული ხელნაწერების მნიშვნელობასა და იოანე-ზოსიმეს ენიგმატური ფიგურის მასშტაბზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები