კომპანია „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა

დაინტერესებული მხარეები კვლავ აგრძელებენ 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული ბიულეტენის შესავსებ მარკერთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულაციას, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები  „სმარტმატიკმა“ მოგვაწოდა. აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. ამის მიუხედავად პოლიტიკოსები საზოგადოებას კვლავ არწმუნებენ, რომ ცესკომ მარკერები შეცვალა, რაც არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

აღნიშნულიდან გამომდინარე საზოგადოებას გვინდა წარვუდგინოთ კომპანია „სმარტმატიკისგან“ მიღებული წერილი, რომლითაც კომპანია ადასტურებს, რომ მარკერი რომელსაც პოლიტიკოსები საზოგადოებას უჩვენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ცესკოს მიერ იყო შეცვლილი, რეალურად საარჩევნო ადმინისტრაციამ სწორედ სმარტმატიკისგან მიიღო.

„ვადასტურებთ, რომ ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ასახული მარკირების კალამი მოწოდებულია “Smartmatic”-ის მიერ ოქტომბრის საარჩევნო პროცესისთვის ხელშეკრულების ფარგლებში და შეესაბამება შავი და სწრაფად შრობადი მელნის მოთხოვნებს.

აღნიშნული მარკერები წარმოადგენენ იმ სახარჯ მასალას, რომელიც შედიოდა არჩევნების კონფიგურაციის პროცესის განმავლობაში არჩევნების მიზნებისთვის არსებულ კომპლექტაციაში, რომელ პროცესშიც “Smartmatic”-მა უზრუნველყო მხარდაჭერა.“- ნათქვამია წერილში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები