გიორგი ვოლსკი: განსაკუთრებით ახალგაზრდების გასაგონად მინდა ვთქვა – საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, ჩვენს საგარეო კურსს არაფერი ემუქრება
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, საგარეო კურსს არაფერი ემუქრება.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ერთადერთ მუქარას წარმოადგენს ის დეზინფორმაცია, რაც ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან ვრცელდება.
“არათუ ეუთო/ოდირის, არამედ არცერთი ორგანიზაციის განცხადებებში, არსად არ იყო საუბარი იმაზე, რომ არჩევნების ლეგიტიმურობას რაიმე ხინჯი ახლდა, მიუხედავად იმ ისტერიკისა, რომელიც ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს და ამ მავნებელთა გუნდს გააჩნდა.
განსაკუთრებით ახალგაზრდების გასაგონად მინდა ვთქვა: საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, ჩვენს საგარეო კურსს არაფერი ემუქრება. საქართველოსთვის ერთადერთ მუქარას წარმოადგენს ის დეზინფორმაცია, რაც ვრცელდება რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან“, – აღნიშნა ვოლსკიმ.