დემოგრაფი: მოსახლეობის აღწერა, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიება
,,მოსახლეობის აღწერა, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიება”, – ამის შესახებ დემოგრაფმა, გია მელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამის გარეშე ქვეყნის განვითარებაზე საუბარი შეუძლებელია.
„თუკი სახელმწიფომ არ იცის, რამდენი ჰყავს ქალი, კაცი, ბავშვი, საპენსიო ასაკის ადამიანების რაოდენობა, შეუძლებელია ქვეყნის განვითარებაზე საუბარი“, – აღნიშნა დემოგრაფმა “ქრონიკასთან” საუბრისას.
ცნობისთვის, დღეიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო.