პრემიერმა დოღში გამარჯვებული ერეკლე მეფის ხმლის ასლით დააჯილდოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ალავერდს ეწვია და ალავერდის საკათედრო ტაძარი მოილოცა.
ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ღვინის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღვინის გამოფენას და დოღს დაესწრო. პრემიერმა დოღში გამარჯვებული ერეკლე მეფის ხმლის ასლით დააჯილდოვა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრს და მიტროპოლიტ დავით ალავერდელს საფერავისთვის განკუთვნილი სპეციალური სასმისები გადასცა.
მთავრობის მეთაურთან ერთად, ალავერდში მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.