მხატვარ ქალთა გამოფენა გაიხსნება
15 ნოემბერს, 18:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში მხატვარ ქალთა გამოფენა გაიხსნება.
ლიტერატურის მუზეუმის ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება ლიტერატურის მუზეუმში დაცული – ელენე ახვლედიანის, ქეთევან მაღალაშვილის, თამარ აბაკელიას, ეკატერინე ბაღდავაძის, ელენ ფრანკენის, ბარბარე ბებუთოვა-გაბუნიას, ნინა თამამშევას, ნელი კანდელაკის, მერი მიქელაძე-ბაგრატიონის, სოფიო მირზაშვილის, ელენე სოკოლოვსკაიას, ანა ნიკოლაძის, ნათელა იანქოშვილის, რუსუდან ჯავრიშვილის, იდა მთვარაძის, ინა დივნოგორცევა-გრიგოლიას, რუსუდან ნიკოლაძის, მაყვალა მრევლიშვილის, დიანა ჭეიშვილის, ნატო მირზაშვილის, ანა გაბრიაძის, მზია დათუნაიშვილის, იზა ორჯონიკიძის – ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები.
მის: გ. ჭანტურიას №8.