ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებს ლეკვები და კნუტები აჩუქეს

   ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად ლეკვები და კნუტები აჩუქეს – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შინაური და გარეული ცხოველების კონტროლის და რეგულირების დეპარტამენტიდან აცნობეს.
თბილისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში სხვადასხვა სახის ღონიძიება მოეწყო. საშულო სკოლების მოსწავლეების ექსკურსია,ლეკვების და კნუტების გაჩუქების აქცია. გარდა ამისა, ცხოველთა თავშესაფრის კედელი სასულიერო აკადეემიის სტუდენტებმა მოხატეს. როგორც პრესასმსახურში აცხადებენ, ღონისძიებაზე ცხოველების გადარჩენის სამაშველო ოპერაციების (იმიტაცია), გაიმართა, სადაც მონაწილეობას თბილისის სსიპს საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის თანამშრომლები იღებნენ. დღევანდელ დღეს მუნიციპალურ თავშესაფარს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამოქალქო სექტორი,თბილისის მერიის სამსახური და საკრებულოს წარმომადგენლები სტუმრობნდნენ.

10717765_831087633580398_1116754094_n

10723422_831087573580404_1737966271_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები