თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს საიას, “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” და “ძლიერი საქართველოს” სარჩელებს განიხილავს
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს საიას, “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” და “ძლიერი საქართველოს” სარჩელებს განიხილავს.
სარჩელი საპარლამენტო არჩევნების ფარულობასა და სხვა დარღვევებს შეეხება.
აღნიშნული საკითხები ცესკომ არ დააკმაყოფილა.
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოში სხდომაზე დღეს რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ.
„პირველ რიგში, ჩვენ ვითხოვთ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მოწმეების სახით დაკითხვას, 56-ზე მეტი მოწმე გვინდა დაიკითხოს დღეს სასამართლოზე. ჩვენ ასევე ვითხოვთ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და სპეციალისტების დაკითხვას, რადგან აუდიტის სამივე დასკვნა არის ძალიან ბუნდოვანი, ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს და საერთოდ ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას”, – აღნიშნა კორძაიამ.