უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღესთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღესთან დაკავშირებით, 19 ნოემბერს ევროპარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ავრცელებს.

„ვამაყობ, რომ უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და გამბედაობის მე-1000 დღის აღსანიშნავად, სამშაბათს, 19 ნოემბერს ევროპარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომის ჩატარების შესახებ ვაცხადებ“, – წერს რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში.

რობერტა მეცოლას ცნობით, რიგგარეშე სხდომაზე ევროპარლამენტარებს უკრაინიდან ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები