ასლან ბჟანია – “შეინარჩუნეთ სიმშვიდე, აფხაზეთს წესრიგის უზრუნველსაყოფად საკმარისი ძალა და საშუალებები აქვს”

აფხაზეთს საკმარისი ძალა და საშუალებები აქვს ქვეყანაში წესრიგის უზრუნველსაყოფად, – ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებას  ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია გამოეხმაურა.

„ძვირფასო თანამემამულენო, მაგისტრალის გადაკეტვამ დიდი დისკომფორტი გამოიწვია ჩვენი მოქალაქეებისთვის. რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მთელი ღამე ამ პრობლემის მოგვარებით იყო დაკავებული.

ჩემი დავალებით შედგა მოლაპარაკებები სოფელ აძიუბჟას მცხოვრებლებთან. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთების განბლოკვაზე.

სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას წინა დღით დაკავებულ მოქალაქეებზე აწარმოებენ.

გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. აფხაზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ საკმარისი ძალა და საშუალებები ქვეყანაში უსაფრთხოებისა და კანონიერების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა დე ფაქტო ლიდერმა თავის მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აქციები ე.წ ოპოზიციის ლიდერების დაკავებას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები