რუსულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, რუსულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთი თვით იქნა მიღებული და მოსკოვის დროით 01:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს.

„ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გაანალიზების შემდეგ, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაახლა რეკომენდაციები რუსეთის აეროპორტებიდან ისრაელის აეროპორტებში ფრენების შესახებ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ოპერატორებისთვის – ასეთი ფრენები აკრძალულია მოსკოვის დროით 01:00 საათიდან 07:00 საათამდე… რეკომენდაციები ძალაში დღეიდან, მოსკოვის დროით 18:00 საათიდან შევა და ერთი თვის ვადით იმოქმედებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები