“ჰეზბოლამ” ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა – არიან დაშავებულები
ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 50 რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა,- ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.
ყველა დაშავებული ისრაელის არაბული სოფლის, ბინას მკვიდრია. მედიკოსების თქმით, დაშავებულებს შორის ერთი წლის გოგონაა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ჰეზბოლამ“ რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მათ სამიზნეს სადესანტო ბრიგადის სამწვრთნელო ბაზა წარმოადგენდა, რომელიც ქალაქ კარმიელში მდებარეობს.