ბელარუსი BRICS-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა

ბელარუსი BRICS-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა,- ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

5 ნოემბერს ლუკაშენკომ ვლადიმირ პუტინს წერილი მისწერა, რომელშიც BRICS-ის პარტნიორობის სურვილი გამოხატა. თავის გზავნილში ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ BRICS დაფუძნების დღიდან აქტიურად ავითარებს მრავალმხრივ თანამშრომლობას.

ლუკაშენკოს აზრით, ბელარუსი BRICS-ის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. აქვს გავლენა რეგიონსა და მსოფლიოში, მხარს უჭერს მშვიდობას და უსაფრთხოებას, ვითარდება სოციალურად და ეკონომიკურად.

ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ BRICS-ის პარტნიორის სტატუსი იძლევა შესაძლებლობას, მუდმივად მონაწილეობდეს სამიტებისა და BRICS-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების სპეციალურ სესიებში.

შეგახსენებთ, BRICS-ი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 2006 წელს სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე დაფუძნდა. ეკონომიკური ბლოკის წევრები არიან რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ირანი და ეთიოპია.

2024 წლის მონაცემებით, ბელარუსის გარდა BRICS-ის პარტნიორი ქვეყნები არიან ალჟირი, ბოლივია, ვიეტნამი, ინდონეზია, ყაზახეთი, კუბა, მალაიზია, ნიგერია, ტაილანდი, თურქეთი, უგანდა და უზბეკეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები