სამხრეთ კალიფორნიაში ტყის ხანძარს კვლავ ებრძვიან

სამხრეთ კალიფორნიაში ტყის ხანძარი კვლავ მძვინვარებს. მიუხედავად იმისა, რომ ამინდის გაუმჯობესებამ მეხანძრეებს ცეცხლის 31%-ის ლოკალიზების საშუალება მისცა, დაახლოებით 10 000 ადამიანი მაინც ევაკუირებულია.

ხანძრის შედეგად, 130-მდე შენობა სრულიად განადგურებულია, 88 კი დაზიანებული. დამწვარია 20 640 ჰექტარი.

ხანძარი ვენტურას რაიონში ოთხშაბათს გაჩნდა, ცეცხლი ძლიერმა ქარმა გაავრცელა.

“სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა, უმეტესობა კვამლის ჩასუნთქვის შედეგად, მაგრამ ამ დრომდე არ ყოფილა ცნობები სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებების ან გარდაცვალების შესახებ”,- თქვა ვენტურას ოლქის შერიფმა ჯიმ ფრაჰოფმა.

მისივე თქმით, სამხრეთ კალიფორნიაში ხანძრის აღმოსაფხვრელად სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები