“ოპოზიციის სახელით მოქმედი ჯგუფები საქართველოში ითხოვენ, რომ სასწრაფოდ გამოიგონონ ისეთი “საერთაშორისო” მექანიზმი, რომელიც აიძულებს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ “ქართულ ოცნებას”, აჩუქოს მათ ხელისუფლება” – ბოჭორიშვილი

“ოპოზიციის სახელით მოქმედი ჯგუფები საქართველოში და მათი წამქეზებლები ითხოვენ, რომ სასწრაფოდ გამოიგონონ ისეთი “საერთაშორისო” მექანიზმი, რომელიც აიძულებს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ “ქართულ ოცნებას”, აჩუქოს მათ ხელისუფლება ისე, რომ ამისთვის არც ხალხის მხარდაჭერა იყოს საჭირო, არც საარჩევნო ადმინისტრაცია და არც არჩევნების სამართლიანობის მტკიცება”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“სანაცვლოდ ისეთ დემოკრატიას ჰპირდებიან სამყაროს, სადაც მილიონზე მეტ, საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც გაბედა და 41 გააფერადა, მიაკერებენ “რუსის” იარლიყს და მერე სანიმუშოდ დასჯიან.

ასე და ამგვარად ამოაბრწყინებენ კავკასიის მთებიდან დემოკრატიის ახალ შუქურას.

სადმე “common sense” თუ არის შემორჩენილი, ამ ხალხს შველა სჭირდება”, – წერს ბოჭორიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები