ისრაელ კაცი: დაჯგუფება „ჰეზბოლა“ უკვე დამარცხებულია

დაჯგუფება „ჰეზბოლა“ უკვე დამარცხებულია,- ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ახალი მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს.

მისივე თქმით, ლიბანური მოძრაობის, „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციამ ისრაელის მიზნების მიღწევა დააგვირგვინა და უკვე შესაძლოა, „ჰეზბოლა“ დამარცხებულად ჩაითვალოს.

„ახლა ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ ზეწოლა ამ გამარჯვების ნაყოფის მოსაკრეფად“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, ისრაელი ლიბანის შიდა პოლიტიკაში ჩარევით დაინტერესებული არ არის.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ 10 ნოემბერს ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, სულ მცირე, 38 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ბეირუთის ჩრდილოეთით მდებარე დასახლება ალმატში საცხოვრებელ სახლზე თავდასხმის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შვიდი არასრულწლოვანი.

სექტემბრის ბოლოდან ისრაელის თავდაცვის ძალები აქტიურად ახორციელებს სამხედრო ოპერაციებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. ამას წინ უძღოდა მებრძოლების პეიჯერების მასობრივი აფეთქება. მედია ამ ოპერაციის ორგანიზებაში პასუხისმგებლობას ისრაელის სპეცსამსახურებს აკისრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები