„ასტრიდობა ეროვნულ სასახლეში“ და ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე
1𝟒 ნოემბერს, 𝟏𝟓:𝟎𝟎- 𝟏𝟕:𝟎𝟎 საათამდე, ეროვნული სასახლე, ყველაზე კეთილი „ჯადოქრის“ დაბადების დღის აღსანიშნავად, უმასპინძლებს „ასტრიდობას ეროვნულ სასახლეში“.
„𝟏𝟒 ნოემბერს ასტრიდი დაიბადა, ქალი, ვის გულშიც მუდამ ბავშვი ცხოვრობდა, გოგონა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე წვიმაში რწყავდა ყვავილებს, ავტორი, რომელსაც „არ სურდა“ დიდებისთვის წერა, მაგრამ მისი „ბავშვებისთვის“ დაწერილი ნაწარმოებები იმხელა ფილოსოფიაა, რომ ადამიანები ზრდასრულ ასაკშიც კითხულობენ თავნება პეპის, ცელქი ემილის, უფხო ძია მელკერისა და სხვათა ისტორიებს, ზრდასრულ ასაკშიც ოცნებობენ ვილა ყიყლიყოსა და კუნძულ სალტკროკაზე დასახლებასა და ფრეკენ ბოკის შებრაწული გუფთებისა და პეპილოტას იატაკზე გაბრტყელებული მაჭკატების ჭამაზე.
სწორედ ამიტომ ყველას, ვის გულშიც ბავშვი ცხოვრობს 𝟏𝟒 ნოემბერს გეპატიჟებით ეროვნულ სასახლეში – გავიხსენოთ ასტრიდი – „ვაცხოთ“ მაჭკატები, ვიმღეროთ, დავიხატოთ ჭორფლები, დავათვალიეროთ გამოფენა, გავეცნოთ ესეებს და ვნახოთ ჩვენი თეატრალური მიმართულების მოსწავლეების წარმოდგენა.
შემოგვიერთდით ერთად შევქმნათ ჯადოსნური გარემო.
𝟏𝟓:𝟎𝟎 საათზე, მედიათეკაში (𝐁𝟏𝟕) პატარებს უმასპინძლებს ყველასათვის საყვარელი საბავშვო მწერალი – ლელა ცუცქირიძე.
ვისაუბროთ მწერალსა და მის წიგნებზე;
ვითამაშოთ მხიარული ვიქტორინა;
ჩავერთოთ მხიარულ, ინტერაქციულ აქტივობებში“, – აღნიშნულია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/ZrAiJ