უკრაინის უარი ყირიმზე – ტრამპის გუნდი განცხადებას უარყოფს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარდამავალი გუნდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელი ბრაიან ლანზა ყირიმისა და უკრაინაში მშვიდობის შესახებ განცხადების გაკეთებისას პრეზიდენტის სახელით არ საუბრობდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
აღნიშნულია, რომ ლანზა პოლიტიკოსთან არ მუშაობს და მისი სახელით არ საუბრობს. ტრამპის გუნდის წარმომადგენელმა თქვა, რომ ახლა ისინი იწვევენ ადმინისტრაციის მომავალი წევრებს.
შეგახსენებთ, ლანზამ შაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე ვერ იქნება ორიენტირებული.
„და თუ პრეზიდენტი ზელენსკი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება და იტყვის, რომ მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ყირიმი რომ გვექნება, ის გვაჩვენებს, რომ ამაზე სერიოზულად არ არის… ყირიმი აღარ არის“, – განაცხადა რესპუბლიკელმა.