CNN: რუსეთმა Google-ი 20 დეცილიონი დოლარით დააჯარიმა

რუსეთმა ამერიკული კომპანია Google 20,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000 აშშ დოლარით (20 დეცილიონი) daajarima. კომპანიას ეს თანხა დაეკისრა იმისთვის, რომ უარი თქვა ჯარიმების გადახდაზე YouTube-ზე პროკრემლის არხების დაბლოკვისთვის, წერს CNN.

რუსეთის სასამართლომ Google-ს დაავალა აღედგინა YouTube არხები, რომელთა ნაწილი დაბლოკილია 2022 წლიდან.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მას “ამ ციფრის სწორად წარმოთქმაც კი არ შეუძლია” და ხაზგასმით აღნიშნა, რომ Google-მა არ უნდა შეზღუდოს რუსული მაუწყებლების მოქმედებები თავის პლატფორმაზე.

Google-ში აცხადებენ, რომ სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის რთული ჯარიმები, დაკისრებული იყო მათზე დახურული არხების გამო, მათ შორის დასანქიცერულის. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე სასამართლო საქმეები მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენენ მათ საქმიანობაზე.

აღსანიშნავია, რომ 20 დეცილიონი დოლარის ჯარიმა რამდენჯერმე აღემატება მთელი მსოფლიო ეკონომიკის მოცულობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები