მოსკოვი მზად არის მოუსმინოს ტრამპის წინადადებებს უკრაინასთან დაკავშირებით
რუსეთმა განაცხადა, რომ მზად არის მოუსმინოს აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინადადებებს უკრაინის ომთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, ისაუბრა.
„თუ ამერიკულ მხარეს აქვს რაიმე იდეა თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ პრობლემის დარეგულირებისთვის და არა კიევური რეჟიმის გაძლიერებისთვის სხვადასხვა დახმარების მეშვეობით, რაც საბოლოოდ მოსკოვის სტრატეგიულ დამარცხებამდე მიგვიყვანს, მაშინ ჩვენ ცხადია მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავაანალიზოთ და შევიმუშაოთ პასუხი… ისიც ცხადია, რომ ამ პრობლემას თუ პრობლემების ადვილი გადაწყვეტა არ არსებობს და ვერც იქნება“, – აცხადებს რიაბკოვი.