გიორგი ვოლსკი: რასაკვირველია, არჩევნებში „ნაცმოძრაობამ“ ფუნქციები გადაანაწილა და ჩვენ ტყუილად არ ვამბობდით, რომ ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
”რასაკვირველია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფუნქციები გადაანაწილა და ჩვენ ტყუილად არ ვამბობდით, რომ ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„გადანაწილებულ ფუნქციებში იგულისხმება მათ შორს, გახარიას პარტიის წარმატება, რათა მერე შექმნან ილუზია, რომ რაღაც კოლექტიური მართვა არსებობს – ერთმანეთისგან განსხვავებული ძალები გაერთიანდა იმ მაღალი ევროპული სტანდარტით, რაზედაც ისინი საუბრობდნენ. ატყუებდნენ არა მარტო ჩვენს საზოგადოებას, არამედ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებსაც და ხშირად გავიგონებთ ამასთან დაკავშირებით განცხადებებს, მათ შორის ბრიუსელიდან“, – განაცხადა ვოლსკიმ.