მცხეთაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს

მცხეთის მუნიციპალიტეტში, მთელი წლის განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის იმფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქ მცხეთასა თუ სოფლებში, რომლებიც მიზნად მოსახლეობის კეთილდღეობასა და კომფორტს ისახავს. ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.

“ამჯერად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ და მერის მოადგილე თამაზ ფოლადაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

სოფელ წინამძღვრიანთკარში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია აწარმოებს. სახელშეკრულებო თანხა 207 776 ლარს შეადგენს.
შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულდა სოფლებში ზაქაროსა და ბიწმენდში, რომლებიც რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
სამუშაოები მერიის კონტრაქტორმა კომპანიებმა განახორციელეს, ზაქაროში სახელშეკრულებო თანხით 410969 ლარი, ხოლო ბიწმენდში – სახელშეკრულებო ღირებულებით 245298 ლარი”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები