ზელენსკი: უკრაინა უნგრეთთან ორმხრივ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რადგან არაფერია ნათქვამი ნატო-ზე
უკრაინის ხელისუფლება უნგრეთთან თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვინაიდან იქ არაფერია ნათქვამი კიევისადმი ბუდაპეშტის მხარდაჭერაზე ნატოში ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მხარეებმა ორმხრივ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყეს, როცა კიევს ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ეწვია.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრეთის მიერ მხარდაჭერა უკრაინისადმი ევროკავშირის გზაზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი ნატოს გზაზე. დღესდღეობით დოკუმენტში არაფერი წერია უნგრეთის მხარდაჭერაზე უკრაინისადმი ნატოს გზაზე, რადგან ეს არ წერია, დოკუმენტი არ იქნება ხელმოწერილი”, – აღნიშნა ზელენსკიმ.