კიევში საჰაერო განგაშია – რუსეთის თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა მასიურად შეუტია კიევს, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები ექვს რაიონში ჩამოვარდა, რამაც გამოიწვია ხანძარი საცხოვრებელ კორპუსებში, საწყობებში და სამედიცინო ცენტრში. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი.

კიევის გარდა საჰაერო განგაში გამოცხადდა ჩერნიგოვის, სუმის, პოლტავას, ხარკოვის, დონეცკისა და  ზაპოროჟიეს რეგიონებში.

უკრაინის შეიარაღებული ძალები მოსახლეობას “დრონებით” შეტევისა და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ კვლავ აფრთხილებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები