დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჯო ბაიდენის მიწვევა მიიღო
დონალდ ტრამპმა მიიღო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიწვევა, შეხვდეს მას თეთრ სახლში ძალაუფლების გადაბარებასთან პროცესთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში აცხადებენ.
მედიის ცნობით, ზუსტი თარიღი უცნობია, თუ როდის შედგება მათ შორის შეხვედრა, თუმცა ტრამპის კამპანიის სპიკერის, სტივენ ჩუნგის თქმით, ეს მალე მოხდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპმა ძალიან დააფასა ბაიდენის მილოცვა.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების შესახებ შესახვედრად თეთრ სახლში მიიწვია.