“კამალას არჩევა იყო პირველი და საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტად გახდომის შემდეგ მივიღე” – ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კამალა ჰარისის არჩევა იყო პირველი და საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც 2020 წელს პრეზიდენტად გახდომის შემდეგ მიიღო.
ბაიდენის თქმით, ჰარისის ისტორია ამერიკაში საუკეთესოა და ეჭვიც არ ეპარება, რომ ის ამ ისტორიის წერას გააგრძელებს.
“ის, რაც დღეს ამერიკამ დაინახა, იყო კამალა ჰარისი, რომელსაც ვიცნობ და რომლითაც აღფრთოვანებული ვარ. ის იყო არაჩვეულებრივი პარტნიორი და საჯარო მოხელე, რომელიც სავსე იყო სამართლიანობით, გამბედაობით და მტკიცე ხასიათით.
კამალას არჩევა იყო პირველი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, როდესაც 2020 წელს პრეზიდენტობის კანდიდატი გავხდი. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც მივიღე. მისი ისტორია წარმოადგენს ამერიკის ისტორიაში საუკეთესოს და ეჭვი არ მეპარება, რომ ის გააგრძელებს ამ ისტორიის წერას.
ის გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობით, მონდომებით და სიხარულით ყველა ამერიკელისთვის”,- განაცხადა ბაიდენმა.