ტრამპი – არჩევნების შედეგებზე: ჩვენ გვინდა პასუხი ამაღამ
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი გასცდეს არჩევნების დღეს.
„თუ გამოიყენებთ ამომრჩევლის პირადობის მოწმობას და გარდა ამომრჩევლის პირადობისა, თქვენ გექნებათ მტკიცებულება იმისა, რომ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, შედეგი დათვლილი იქნება, როგორც საფრანგეთში. [საფრანგეთში] 37 მილიონი ამომრჩეველია. [საპრეზიდენტო არჩევნებში] შედეგები საღამოს 9:30 საათზე დაფიქსირდა. ჰყავდათ გამარჯვებული, ჰყავდათ დამარცხებული“, – აღნიშნა ტრამპმა მხარდამჭერებთან თავის ბოლო წინასაარჩევნო შეხვედრაზე.
მანამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისა და „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიაში განაცხადეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგის დადგენას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.